+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • არაფორმალური განათლების როლი მიღწევის მოტივაციის ზრდაში

  • რუსუდან ბოლქვაძე
  • მიღწევის მოტივაცია, არაფორმალური განათლება, სწავლის მოტივაცია, თვითაქტუალიზაცია
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

    სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია ჯესის დირექტორი, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დოქტორანტი 

  • რეზიუმე:

    მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება და მასთან დაკავშირებული ღირებულებები რეზისტენტულს ხდის მოსწავლეს წარუმატებლობის მიმართ. 

        წარმატება კორელაციაშია თვითაქტუალიზაციის დონესთან – რაც უფრო დაბალია თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, მით ძლიერია წარუმატებლობა და რადგანაც  მოსწავლის არაფორმალური განათლება ზრდის მოსწავლის მიღწევის მოტივაციას, ამიტომ მისი როლი განსაკუთრებულია და სკოლები, რომლებსაც აქვთ არაფორმალური განათლების ორგანიზებული სერვისები, დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს, გახდნენ თვითაქტუალიზებული ადამიანები.

         წინამდებარე სტატია ამ საკითხს განიხილავს იმ კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, რაც თბილისის ორი კერძო სკოლის ბაზაზე ჩატარდა და შეისწავლა მოსწავლის მიღწევის მოტივაციაზე, რა გავლენას ახდენს არაფორმალური განათლება.

     

    Abstract

     Numerous psychological research demonstrate that a student's need for self-actualization and the ideals related with it, make them resistant to failure.

     Success is correlated with self-actualization - the lower the need for self-actualization, the greater the failure, and since non-formal education increases the student's motivation for achievement, its role is special, and schools with organized non-formal education services help students become self-actualized. This article highlights the challenge through an examination of the findings of a study done on the basis of two private schools in Tbilisi and studied the effect of non-formal education on student's motivation to accomplish.

     

  • სასკოლო განათლების როლი  პიროვნების ჩამოყალიბებაში  განსაკუთრებულია. ოცდამეერთე საუკუნის მთავარ გამოწვევად იქცა  სკოლის ასაკიდანვე მოსწავლეს ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება, ყველა მოსწავლემ ასაკობრივი განვითარების გათვალისწინებით და განვითარების ბიოეკოლოგიურ მოდელის კვალდაკვალ  დაინახოს თავის შესაძლებლობები, რათა შეძლოს თვითაქტუალიზაცია.

       რას გულისხმობს თვითაქტუალიზაცია? ა. მასლოუსთვის ეს არის ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიის უმაღლესი დონე – საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ თვითაქტუალიზაცია ადამიანის უმთავრესი მოთხოვნილებაა, მის მაღალ დონეს მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ აღწევს. რატომ? ა. მასლოუს აზრით, ამას განაპირობებს ბაზისური  მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა და ასევე ის, რომ ბევრი ვერ ხედავს თავის პოტენციალს, უფრო მეტიც – ბევრს ეეჭვება და აშინებს კიდეც თავისი შესაძლებლობები.  ამ მიმართულებით სკოლის როლი მართლაც დიდია, განსაკუთრებით კი   არაფორმალური განათლების კუთხით ორგანიზებული მიდგომები  სხვადასხვა კლუბების და საგნობრივი თუ არასაგნობრივი წრეების შეთავაზებით სკოლა შანს აძლევს თავის აღსაზრდელებს   ამ ასაკში საფუძველი ჩაეყაროს  საკუთარი პოტენციალის და თვითრეალიზების   ფორმატების ძიების უნარების განვითარებას.

       წინამდებარე სტატია ეყრდნობა იმ კვლევის  გაანალიზებას, რომლითაც  შევისწავლეთ  სკოლის მოსწავლეთა ორი ჯგუფის მიღწევის მოტივაცია. პირველი ჯგუფი დავაკომპლექტეთ იმ მოსწავლეებით, რომლებიც არ არიან ჩართული სკოლის არაფორმალური განათლების წრეებში და კლუბებში, ხოლო მეორე ჯგუფში შევიყვანეთ ის მოსწავლეები, რომლებიც რამდენიმე წელია ჩართული არიან სხვადასხვა  საწრეო, კლუბურ მუშაობაში და აქვთ შესაძლებლობა არაფორმალურ (არასაგაკვეთილო)  გარემოში დაგეგმონ, განახორციელონ სხვადასხვა ტიპის კვლევები, გააკეთონ აღმოჩენები, შექმნან გარკვეული მოდელები, სხვადასხვა ინტელექტუალური პროდუქტები  და ამის შესახებ  ისაუბრონ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო  კონფერენციებზე, ოლიმპიადებზე და ა. შ.

       კვლევისათვის გამოვიყენეთ მიღწევის მოტივაციის ტესტი. ტესტი აწყობილი იყო gogle.com/forms     პროგრამაში.

      ინსტრუმენტმა  საშუალება მოგვცა   დაგვედგინა,  როგორი იყო კვლევაში მონაწილე თითოეული მონაწილის მიღწევის მოტივაცია და ასევე,  შევძელით  ორივე ფოკუსჯგუფის    მონაცემების  ანალიზი.

     

    ანალიზის შედეგად გამოიკვეთა  სტატისტიკურად განსხვავებული მონაცემები. კერძოდ ა) პირველ ჯგუფში 82 მოსწავლე იყო.  ჩატარებული კვლევის (ანკეტირება) შედეგების მიხედვით საშუალო არითმეტიკული  13,1 / 22 ქულიდან, მედიანა -13/22 დიაპაზონი 9-16/22.

    ბ) მეორე  ჯგუფში   45   მოსწავლე შედიოდა. ჩატარებული კვლევის (ანკეტირება) შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებელები ასეთია:   საშუალო არითმეტიკული 14/22 ქულიდან მედიანა  14/22  ქულიდან დიაპაზონი 12-19.

     

    პირველ ფოკუსჯგუფში სტატისტიკურად ქულები შემდეგნაირად განაწილდა. გამოკითხულთა 25% აქვს დაბალი მიღწევის მოტივაცია, 8% მიღწევის მაღალი მოტივაცია, ხოლო 67% მიღწევის საშუალო მოტივაცია.

     

     

     

     

    მეორე  ფოკუსჯგუფში სტატისტიკურად ქულები შემდეგნაირად განაწილდა. გამოკითხულთა  მიღწევის  დაბალი მოტივაცია 0%  საშუალო მოტივაცია აქვს 56%;  მიღწევის მაღალი მოტივაცია კი   გამოკითხულთა 44

    კვლევის შედეგების  შედარებისთვის,  შეგვიძლია შედეგებს შეგვიძლია ცხრილის სახე მივცეთ:

     

     

    პირველი ჯგუფი (არაფორმალური განათლების არ მიმღები მოსწავლეები)

    მეორე ჯგუფი

    (არაფორმალური განათლების  მიმღები მოსწავლეები)

    დაბალი მიღწევის  მოტივაცია

    25%

    0%

    საშუალო  მიღწევის მოტივაცია

    67%

    56%

    მაღალი  მიღწევის მოტივაცია

    8%

    44%

     

    რადგან  მოსწავლეთა ნაწილი ვერ ხედავს თავის პოტენციალს, უფრო მეტიც – ბევრს ეეჭვება და აშინებს კიდეც თავისი შესაძლებლობები, ეს აფერხებს მიღწევის მოტივაციას. სწავლა-სწავლების პროცესი რისკებისადმი, შეცდომებისადმი მუდმივ მზაობას, სტერეოტიპებზე უარის თქმას გულისხმობს, რაც დიდ სიმამაცეს მოითხოვს. ა. ბანდურა იმოწმებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მამაცი ადამიანები შთაგონებით ემსახურებოდნენ/ემსახურებიან თავიანთ მოწოდებას, ახორციელებენ სრულ თვითაქტუალიზაციას ყველაფრის მიუხედავად. უმრავლეს შემთხვევაში, თვითაქტუალიზაცია ზრდის მოტივაციაში, განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივი ტენდენციით, იმედით, სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწევლისკენ ლტოლვით ვლინდება. ყოველი ადამიანი – მოსწავლე, მასწავლებელი, ექიმი, მშობელი, მუშა – მოკლე ხნით მაინც ხდება თვითაქტუალიზებული, როდესაც აკეთებს იმას, რაც მისი მოწოდებაა. რაც უფრო მაღალია თვითაქტუალიზაციის დონე, მით უფრო ეფექტიანია სასწავლო  აქტივობა და პირიქით. ამდენად, მოსწავლის სასწავლო  აქტივობის, და, შესაბამისად, მისი განვითარების ერთ-ერთ არსებით ფაქტორს სწორედ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება წარმოადგენს. თვითაქტუალიზაციის არსის, მისი გზებისა და დინამიკის ცოდნა ადამიანს ეხმარება, სწორად განსაზღვროს  განვითარების პერსპექტივები.

     

    მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება და მასთან დაკავშირებული ღირებულებები რეზისტენტულს ხდის მოსწავლეს წარუმატებლობის მიმართ.  წარმატება კორელაციაშია თვითაქტუალიზაციის დონესთან – რაც უფრო დაბალია თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, მით ძლიერია წარუმატებლობა და რადგანაც  მოსწავლის არაფორმალური განათლება ზრდის მოსწავლის მიღწევის მოტივაციას, ამიტომ მისი როლი განსაკუთრებულია და სკოლები, რომლებსაც აქვთ არაფორმალური განათლების ორგანიზებული სერვისები,  დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს, გახდნენ თვითაქტუალიზებული ადამიანები.

    როგორია თვითაქტუალიზებული ადამიანი? მასლოუს მიხედვით, მას ახასიათებს: 

    1.სამყაროს ადეკვატური აღქმა. სამყაროს, მათ შორის – ადამიანებსაც, ის აღიქვამს სწორად და მიუკერძოებლად, ისეთებად, როგორებიც არიან და არა ისეთებად, როგორებიც სურთ იყვნენ.

    1. საკუთარი თავისა და სხვების მიმღებლობა. ის მომთმენი და შემწყნარებელია, არ არის ზედმეტად კრიტიკული სისუსტეების მიმართ, არ სჩვევია დანაშაულის განცდა, საზოგადოდ, ის ემოციური აღგზნებადობა, რაც ადამიანების ესოდენ დიდ ნაწილს ახასიათებს; პირიქით, ტკბება ცხოვრებით.
    2. უშუალობა, უბრალოება და ბუნებრიობა.მას არ ამოძრავებს ეფექტის, შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი. მისი შინაგანი ცხოვრება, აზრები და ემოციები პირობითობას მოკლებულია, ბუნებრივია, გულწრფელი და უშუალო.



    4.პრობლემაზე ცენტრირება. თვითრეალიზებული ადამიანები არ არიან მე-ზე ცენტრირებულნი (ეგო-ცენტრირებულნი); ისინი საქმეზე, ცხოვრების მისიაზე არიან კონცენტრირებულნი, ცხოვრობენ, რათა იმუშაონ და არ მუშაობენ იმისთვის, რომ იცხოვრონ.

    1. დამოუკიდებლობა– განმარტოების მოთხოვნილება. მოითხოვენ შინაგანი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ სჭირდებათ და უყვართ განმარტოება, სხვებზე არ არიან დამოკიდებულნი.
    2. ავტონომია კულტურისა და გარემოსგან დამოუკიდებლობა. ავტონომიურობა მათ საშუალებას აძლევს, განვითარებისას საკუთარი თავის, პოტენციალის იმედად იყვნენ.
    3. აღქმის სიცხოველე.ისინი ჩვეულებრივ მოვლენებშიც კი ახალს და საინტერესოს ხედავენ.
    4. უმაღლესი განცდები ვლინდება ისეთ ემოციებში, როგორებიცაა შემოქმედებითი წვა, გაცისკროვნება, ბუნებასთან შერწყმის განცდა და სხვა.
    5. საზოგადოებრივი ინტერესი.მაშინაც კი, როდესაც თვითაქტუალიზებული პიროვნება შეწუხებულია, მის მიმართ მაინც საოცარ სიახლოვეს გრძნობს. აქვს მისი დახმარების სურვილი, ემპათიურია.
    6. ღრმა პიროვნული ურთიერთობები. ისინი ისწრაფვიან ღრმა და ახლო ურთიერთობებისკენ, მაგრამ უმეტესად იმათთან, ვისაც მათი მსგავსი თვისებები, ნიჭი და უნარები ახასიათებს,
    7. დემოკრატიულობა.ისინი პატივს სცემენ ადამიანებს, განურჩევლად კლასისა, რასისა, ნაციონალობისა, სქესისა, ასაკისა, პროფესიისა და სხვა.
    8. მიზნისა და საშუალებების გამიჯვნა. ისინი იცავენ ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს,
    9. იუმორის ფილოსოფიური გრძნობა. ისინი თავშეკავებული და სერიოზული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
    10. შემოქმედებითობა.ყველა თვითაქტუალიზებული ადამიანი შემოქმედებითი ბუნებისაა, მაგრამ მათი შემოქმედებითობა განსხვავდება გამოჩენილი მუსიკოსების, პოეტების, მეცნიერების შემოქმედებითობისგან. ა. მასლოუ ლაპარაკობს ბუნებრივ და სპონტანურ შემოქმედებითობაზე, როგორიც ახასიათებთ ბავშვებს (რომლებიც ცხოვრებას ჯერ არ გაუფუჭებია).
    11. არაკონფორმულობა. თვითაქტუალიზებული ადამიანები ჰარმონიაში არიან თავიანთ კულტურასთან: ჩაცმით, მეტყველებით, კვებით, ქცევის მანერებით ისინი არ განსხვავდებიან სხვებისგან, ენერგიას არ ხარჯავენ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლისთვის.

     

     

    ტესტირების შედეგების  სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას განსაკუთრებით გამოიკვეთა სამი ფაქტორი:

      პირველი შეეხებოდა გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისადმი მოსწავლეთა შეფასებით დამოკიდებულებას; კერძოდ,  პირველი ფოკუსჯგუფის გამოკითხული  მოსწავლეების მხოლოდ  28% თვლის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს გრძელვადიანი/შორეული მიზნებით. მოსწავლეთა 72% თვლის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს მოკლევადიანი მიზნებით.


    მეორე ფაქტორი შეეხებოდა სიბეჯითეს, როგორც თვითრეგულირებად მეტაკოგნიტურ უნარს. პირველი ფოკუსჯგუფის მოსწავლეთა მხოლოდ    23% თვლის, რომ ბეჯითია, ანუ აქვს ადეკვატური თვითრეგულირებადი  მეტაკოგნიტური უნარები,  ხოლო მოსწავლეთა  76,8% თვლის, რომ ასეთი უნარები არ აქვს, ანუ არ არის ბეჯითი. მეორე ფოკუსჯგუფში გამოკითხულთა 64% თვლის, რომ ბეჯითია.

    მესამე ფაქტორი მიზნის მიღწევის პოტენციალს შეეხება. პირველი ფოკუსჯგუფის მოსწავლეთა  მხოლოდ 25,6% თვლის, რომ  მიზნის მიღწევის „ჟინი“ აქვს.  ხოლო მოსწავლეთა 74,4%  თვლის, რომ   მიზნის მიღწევის „ჟინი“ არ აქვს. მეორე ფოკუსჯგუფში კი 60 % თვლის,  რომ   მიზნის მიღწევის „ჟინი“  აქვს.

     

      არაფორმალური განათლების შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ამ მიმართულებით სხვადასხვა კონტექსტში ჩატარებული კვლევის შედეგების და  ჩვენ მიერ თბილისის ორ კერძო სკოლაში ჩატარებული  კვლევის მონაცემების  შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მიღწევის დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლის არაფორმალური განათლების ამა თუ იმ ფორმატში (კლუბი, წრე და ა.შ.) ჩართვა სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მოსწავლის მიღწევის მოტივაციაზე.

     

    გამოყენებული ლიტერატურა

     

    1. მელიქიშვილი, მ. (2003). მოტივაცია. თბილისი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
    2. ბერძენიშვილი, ც. (2015, სექტემბერი 21). კონსტრუქტივისტული შეხედულებები სწავლაზე. მოძიებულია 08. 09.2016 http://mastsavlebeli.ge/?p=1587
    3. განვითარებისა და სწავლის თეორიები, (2008), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
    4. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა. (2010). მოძიებულია 05.04.2016 http://www1.naec.ge/saerthashoriso-kvlevebi-da-shefaseba/mathematikisa-dasabunebismetyvelo-sagnebis-stsavlisa-da-stsavlebis-kvleva.html?lang=ka-GE
    5. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის TIMSS-ის შედეგები ცნობილია. (2016, ნოემბერი 29). მოძიებულია 09.01.2017 http://naec.ge/#/ge/post/1524
    6. hascnstab M., Inerkulturelles Management – Sternenfels; Berlin: Varlag Wissenschaft&Praxis, 1999 (პირველწყარო: Hall. T., Hall M. R., Hidden Differences: Doing Business with the Japanese, 1987);
    7. KAY, J.THE BUSINESS OF ECONOMICS, OXFORD UNIVERSITY PRESS, OXFORD, 1996;
    8. KOTLER, P.MARKETING MANAGEMENT ANALYSIS, PLANNING IMPLEMENTATION, AND CONTROL, PRENTICE HALL INTERNATIONAL, HEMEL HEMPSTEAD, 1997;
    9. Hofstede G. Cultural constrains in management theories. Academy of Management Executive.1993.Vol7, No.1;
    10. House, R.J.Hanges, R.J.Javidan, M.Dorfman, P.W.Gupta, V.(Eds), Culture, Leadership and Organizations: The Globe Study of 62 Societies. Copyright 2004, SAGE publications, INC, Reprinted wuth permission;
    11. Robert J House et al – Project GLOBE Professor at Wharton since 1988;

     

     

  • 2021.12.01
ნომერი
მსგავსი სტატიები