მოწვევა

 

 ძვირფასო კოლეგებო,

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების,  სამეცნიერო რეფერირებადი  ჟურნალის „განათლების მეცნიერების“ პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის  19 ოქტომბერს, ატარებს მესამე სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „განათლება გლობალური და ციფრული მოქალაქეობისთვის“.

განათლების მეცნიერების მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს  გაუზიარონ კვლევის შედეგები,   საერთაშორისო და  პირადი გამოცდილება   განათლების მნიშვნელობაზე გლობალური და ციფრული მოქალაქეობისთვის  და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

მოხსენება შესაძლებელია წარმოადგინოთ, როგორც  ზეპირი ასევე  პოსტერული სახით. კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში - „განათლების მეცნიერება“, jes.org.ge.

 

პატივისცემით

საორგანიზაციო კომიტეტი