+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • მულტიმედიის როლი ლიტერატურული ტექსტების გააზრებაში

  • ქეთევან მიქაძე, სალომე ნებულიშვილი, ნინო აბჟანდაძე
  • მულტიმედია რესურსები, მედიაწიგნიერება,შემოქმედებითი უნარები, მოტივაცია
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ქეთევან მიქაძე_ განათლების მაგისტრი ქართული ენისა და ლიტერატურის დიდაქტიკა,  სალომე ნებულიშვილი განათლების მაგისტრი ქართულ ენასა და ლიტერატურა,   ნინო  აბჟანდაძე განათლების მაგისტრი ქართულ ენასა და ლიტერატურა

  • რეზიუმე:

    რეზიუმე

    კვლევაში მონაწილეობდნენ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები. კვლევის მიზანი იყო ლიტერატურული ტექსტების უკეთ გააზრების ხელშეწყობა მულტიმედიური მეთოდების გამოყენებით საშუალო საფეხურზე. კერძოდ, თბილისის ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასში.

    კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ შერეული მეთოდი. თვისებრივი მეთოდებიდან ფოკუს-ჯგუფი და ინტერვიუ. რაოდენობრივი მეთოდებიდან  ტესტი, რომელიც მოიცავდა პრეტესტს და პოსტტესტს.  დიაგნოსტიკის ეტაპზე ჩატარებული პრეტესტის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, დავადგინეთ ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები.

    საკვლევი საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ შევიმუშავეთ ინტერვენციები, რომელთა განხორციელებამაც  ხელი შეუწყო ექსპერიმენტულ ჯგუფში არსებული მდგომარეობის  გაუმჯობესებას.

    Abstract

    The present work is a report of the research conducted in one of the public schools of Tbilisi. The aim of the research was to promote the better understanding of literary texts using the methods of multimedia at the medium level, namely in the 11th grade.

    Within the scope of the study we used a mixed method. A focus group and an interview from qualitative methods. From quantitative methods-a test that included a pre-test and a post-test. Based on the information obtained, we established experimental and control groups.

    After identifying research issues, we developed interventions. The implementation of these interventions helped to improve the situation in the experimental group. 

    The recommendations have been developed based on the results obtained from the implemented interventions. Considering these recommendations and using multimedia methods the teachers will be able to help their students in better understanding the text

  • შესავალი

    თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიურ სამყაროდ იქცა  და მედიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, დიდ ყურადღებას საჭიროებს მოსწავლის, როგორც მედიაწიგნიერ მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესი. აქედან  გამომდინარე  მნიშვნელოვანია,  მოსწავლეს სასკოლო ასაკიდანვე განვუვითაროთ მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარები.  მედიაწიგნიერ ადამიანს კი შეუძლია როგორც ინფორმაციის მოძიება და გაფილტვრა, ასევე  მულტიმედიური რესურსების გამოყენება.  ,,მულტიმედიური ტექსტები არის ტექსტები, რომლებიც ერთდროულად იყენებს ვიზუალურ, ხმოვან და ენობრივ საშუალებებს“.

    მულტიმედიური სწავლების ისეთმა პოპულარულმა ფორმებმა, როგორებიცაა ონლაინ სწავლება და კომპიუტერზე დაფუძნებული სწავლება, განათლებისთვის მრავალი შესაძლებლობა წარმოშვა. ესგ-შიც ხაზგასმითაა  აღნიშნული ტექნოლოგიებით სწავლების აუცილებლობა.  აქედან  და სკოლის ინტერესებიდან  გამომდინარე, პრაქტიკის კვლევა განვახორციელეთ  შემდეგ საკითხზე: ,, მულტიმედიური ტექსტების გამოყენება, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.“

    წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ თავად საკვლევი საკითხი ზოგადად სკოლისთვის და კვლევაში მონაწილე პირებისთვის იყო საინტერესო.  მიუხედავად იმისა, რომ  ციფრულ ტექნოლოგიებთან შეხება მანამდეც ჰქონდათ,   მულტიმედიური გაკვეთილები მათთვის სიახლეს წარმოადგენდა. კვლევის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციებიდან პრიორიტეტული ადგილი უჭირავს წიგნიერებას, მედიაწიგნიერებასა და ციფრულ წიგნიერებას, რომლებიც მჭიდროდ  არიან დაკავშირებული მულტიმედიურ სწავლებასთან. მედიაწიგნიერი მოსწავლე კრიტიკულად აფასებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელთანაც მას შეხება აქვს, აანალიზებს და ამის შემდეგ აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს. მულტიმედიური ინფორმაცია ერთდროულად აღიქმება როგორც მხედველობითი, ისე სმენითი ორგანოების  მეშვეობით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მოსწავლეზე, რაც ინფორმაციის ადვილად დამახსოვრების ხელშემწყობ ფაქტორს  წარმოადგენს.  ეხმარება მოსწავლეს რთული ტექსტის უკეთ გააზრებაში.

    ძირითადი ნაწილი

    ჩატარებული კვლევის  მიზანი იყო მულტიმედიური მეთოდების გამოყენებით ლიტერატურული ტექსტების  უკეთ გააზრების ხელშეწყობა საშუალო საფეხურზე, კერძოდ, მე-11 კლასში.

    კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა შერეული მეთოდი. თვისებრივი მეთოდებიდან ფოკუს-ჯგუფი და ინტერვიუ. რაოდენობრივი მეთოდებიდან  ტესტი, რომელიც მოიცავდა პრეტესტს და პოსტტესტს.  თვისებრივი მეთოდები გამოვიყენეთ  პრობლემის იდენტიფიცირებისა და მულტიმედიური რესურსების  შექმნა-გამოყენებასთან დაკავშირებით მასწავლებელთა  გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად. რაოდენობრივი მონაცემების მეშვეობით კი შესაძლებლობა მოგვეცა, განგვესაზღვრა მოსწავლეებში ლიტერატურული ტექსტების გააზრების ხარისხი ინტერვენციების შეტანამდე და შეტანის შემდეგ.  საკვლევი საკითხის  იდენტიფიცირების შემდეგ  ჩამოვაყალიბეთ კვლევის ჰიპოთეზები:

    • მულტიმედიური მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს ლიტერატურული ტექსტების გააზრებას;
    • მულტიმედიური მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის, ინტერესისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

    მოსწავლეთა მონაცემების შესაგროვებლად და იმის დასადგენად, თუ რომელი კლასი იქნებოდა ექსპერიმენტული და საკონტროლო, ჩავატარეთ პრეტესტი.  მათ დაევალათ წაკითხული ტექსტის გააზრება და წაკითხული ტექსტის ანალიზი. 

    ჩვენ მიერ შეთავაზებული პრე და პოსტტესტები  წარმოადგენდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ ტესტებს, რომლებიც გამოყენებული იყო ეროვნულ გამოცდებზე.

    ტესტები მოიცავდა ორი ტიპის დავალებას. პირველი ნაწილი მოიცავდა დახურულ კითხვებს  და შედგებოდა თხუთმეტი კითხვისაგან. მეორე ნაწილი კი მოიცავდა წერით დავალებას,  სადაც მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ კრიტიკული მსჯელობა და ანალიზი.  ჩვენ მიერ შეთავაზებული ტესტი ზომავდა როგორც დაბალ, ასევე მაღალ სააზროვნო   უნარებს.

     

    პრეტესტით მიღებული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ექსპერიმენტულ ჯგუფად განისაზღვრა ის კლასი, რომელმაც უფრო დაბალი შედეგები აჩვენა. შემუშავდა ინტერვენციები. ინტერვენციების  განხორციელება  დაიწყო ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ შესწავლისას.

    პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა  ნახეს   ,,მართლმადიდებლური ვიდეოები“ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის შესახებ.  ამის შემდეგ ჯგუფებში უნდა ემსჯელათ  მიცემული კითხვების მიხედვით  და  სახლში აეწყოთ პრეზენტაცია  ,,ვაჟა -ფშაველა მთის შვილი.“

    მეორე ეტაპზე კლასმა ნახა ნაწყვეტი  ფილმიდან  ,,ალუდა ქეთელაური“. ფილმის ნახვის შემდეგ კი ჯგუფურად  განაწილებულ მოსწავლეებს დაურიგდათ განსხვავებული კითხვები, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებდნენ ფილმსა და ნაწარმოებს შორის  არსებული მსგავსება- განსხვავების დანახვას. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვიზუალურად ნანახი მათ ტექსტის უკეთ აღქმაში დაეხმარა.  დაევალათ, მოემზადებინათ პრეზენტაცია ,,მთის ტრადიციების შესახებ“.

    მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დაამთავრეს პოემა ,,ალუდა ქეთელაურის“ შესწავლა, მთლიანი პოემის შეჯამების მიზნით, მოსწავლეებს უნდა  შეექმნათ სოციალური ქსელის გვერდი, სადაც შეძლებდნენ ტექსტის გამთლიანებას.  დარეგისტრირებულიყვნენ სოციალურ ქსელში, პოემის პერსონაჟების სახელებით. ჯგუფებმა, შემთხვევითობის პრინციპით, აირჩიეს პერსონაჟების სახელები: უშიშა, ბერდია, სანათა, მუცალი, ლელა.

    ექვსივე ჯგუფს მიეცა ინსტრუქცია, რომ ინტერნეტში მოეძებნათ მასალა: ფოტოები, ვიდეოები, ილუსტრაციები... ჯგუფებს დაევალათ, შესულიყვნენ მათთვის  განკუთვნილი პერსონაჟის როლში  და წარმოედგინათ ისინი თავიანთი ინტერპრეტაციით, პოემაში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით.

    ამ აქტივობის შემდგომი დავალება გულისხმობდა, მოსწავლეების მიერ  პერსონაჟის დამოკიდებულებების  გამომხატველი ტექსტების შექმნასა და  მათ გამოქვეყნებას. ე. წ.  ,,პოსტის“ სახით. რომელზეც დანარჩენ ჯგუფებს, ნაწარმოებიდან გამომდინარე უნდა დაეწერათ კომენტარები. თავიანთი პერსონაჟის დამოკიდებულებების გათვალისწინებით.

    შემდეგი ინტერვენციები დაიგეგმა  სტუმარ-მასპინძლის შესწავლისას.

    იმისთვის, რომ მოსწავლეებს  ნათელი წარმოდგენა ჰქონოდათ მულტიმედიური მეთოდებით სწავლაზე და მულტიმედიური მეთოდების გამოყენებაზე, დაიგეგმა პროექტი, რომელიც მოიცავდა 5 სესიას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ვაჟა-ფშაველას პოემა ,,სტუმარ-მასპინძელი“. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა  ტექსტის დამუშავება -გაანალიზება  მულტიმედიური მეთოდების გამოყენებით  და ამ ინტერვენციის დასასრულს მოსწავლეების მიერ მულტიმედიური რესურსის შექმნა.

    პოემის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად. მათ უნდა შეექმნათ მედია-რესურსი, სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა პოემაში წამოჭრილი პრობლემატიკა. სიუჟეტის შექმნამდე, გაეცნენ  სიუჟეტის ფორმატს, გამოყვეს პოემიდან მათთვის ყველაზე საინტერესო საკითხები, რომლის ფარგლებშიც მოუწევდათ  მუშაობა.

    პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები. სიუჟეტებში ორგანულად იყო შერწყმული პოემის ტექსტი ვიზუალურ და მუსიკალურ გაფორმებასთან. მოსწავლეებს მოეწონათ ინტერვენციები, რადგან თვითონ იყვნენ ჩართული პროცესში და  თავად ქმნიდნენ სასწავლო რესურსს.

    მულტიმედიური პროდუქტების შექმნა-გამოყენებით   მიღებული შედეგი გაიზომა იმავე ტიპის დავალებების კომბინაციით, რა ტიპის დავალებებითაც კვლევის საწყის ეტაპზე   მოსწავლეთა მიერ ლიტერატურული ტექსტის გაგება-გააზრების უნარი.

    კლასში განხორციელებულმა აქტივობებმა მოსწავლე ჩვეული საგაკვეთილო სივრციდან სულ სხვა, მისთვის ახალ სივრცეში გადაიყვანა. ტექნოლოგიების საშუალებით  განხორციელებული ყველა აქტივობა, მათ დაეხმარა ნასწავლი მასალის უკეთ გათავისებაში. მოეწონათ გამოყენებული მეთოდი, რადგან თითოეული პერსონაჟის როლის მორგებით  შეძლეს მოეხდინათ პოემის პერსონაჟებთან  იდენტიფიცირება.  მულტიმედიური მეთოდების გამოყენებამ გაკვეთილი საინტერესო,  სახალისო და მრავალფეროვანი გახადა.

    პრეტესტისა და პოსტტესტის შედარებითი ანალიზი

     

     

     

    დასკვნა

    როგორც პრეტესტისა და პოსტტესტის შედარებითი ანალიზის დიაგრამაზე ჩანს , მულტიმედიური რესურსების  შექმნა- გამოყენებამ  მოსწავლეთა მიერ  ლიტერატურული ტექსტების გაგება- გააზრებისა და ანალიზის პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინა.

    სსიპ ქალაქ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები კვლევის საწყის ეტაპზე ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეექმნათ და გამოეყენებინათ მულტიმედიური პროდუქტები, თუმცა, პრაქტიკაში იშვიათად ახორციელებდნენ. მათ არასოდეს უცდიათ, თავად შეექმნათ ან  მოსწავლეთათვის დაევალებინათ  მულტიმედიური პროდუქტის შექმნა. არ გააჩნდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ტექნიკურად როგორ შეიძლებოდა  მსგავსი ტიპის პროდუქტის შექმნა.  რაც შეეხება მეთერთმეტეკლასელთა მიერ წაკითხული ტექსტის  გააზრება-ანალიზის დონის განსაზღვრას, აღმოჩნდა, რომ  მათ აქვთ გარკვეული უნარები, გაიაზრონ წაკითხული ინფორმაცია და გააანალიზონ  მითითებების მიხედვით, თუმცა მათი შედეგები არცთუ ისე მაღალი იყო შემდეგ კრიტერიუმებში: ტექსტში იმპლიციტური ინფორმაციის მოძიება, დაფარული აზრის ამოცნობა, კრიტიკული ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება, რაც  დახვეწას საჭიროებდა. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით  დაიგეგმა მრავალფეროვანი ინტერვენციები:

    • მოსწავლეთა მიერ გადაცემის ეპიზოდის განხილვა და პრეზენტაციის მომზადება;
    • ფილმის მონაკვეთის ნახვა და გარკვეული მახასიათებლების მიხედვით მისი ნაწარმოებთან შედარება. მსჯელობა ავტორისა და რეჟისორის გადაწყვეტილებების მიზეზების შესახებ;
    • სოციალური ქსელის გამოყენებით ნაწარმოების პერსონაჟების წარმოსახვითი დიალოგი;
    • პროექტი

    მულტიმედიური პროდუქტების შექმნა-გამოყენებით მიღწეული შედეგი გაიზომა იმავე ტიპის დავალებების კომბინაციით, რა ტიპის დავალებებითაც კვლევის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა მიერ ლიტერატურული ტექსტების გაგება-გააზრების უნარი.

    რეკომენდაციები

    რეკომენდაციები მასწავლებლებს:

    • სასურველია, მასწავლებლებმა გაიუმჯობესონ მულტიმედია-პროდუქტების გამოყენების უნარები - გაიარონ ტრენინგები, იმუშაონ საკუთარ თავზე, მიიღონ მონაწილეობა მულტიმედიურ საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციებში. აქტიურად გამოიყენონ მულტიმედიური რესურსები საგაკვეთილო პროცესში;
    • პარალელური კლასის მასწავლებლებმა ერთობლივად დაგეგმონ ისეთი გაკვეთილები, სადაც მულტიმედია პროდუქტები იქნება გამოყენებული.

     

    რეკომენდაციები სკოლას

     

    • მიაწოდოს მასწავლებლებს მულტიმედიური პროდუქტების შესაქმნელად საჭირო ტექნიკა, ინტერნეტი. წაახალისოს მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ თანამედროვე მეთოდების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.

    ბიბლიოგრაფია

    1. " მასწავლებლის წიგნი - გამჭოლი კომპეტენციები ". (2015). მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

     

    1. Center On Technology and Disability. (n.d.). Using Multimedia To Support Reading Instruction.
    2.  American Institutes For Research
    3. Greenwood, D., & Levin, M. (1998). "Introduction to Action Research: Social Research for Social Change". London
    4. John Heron, Peter Reason. (1981). "The Practice of Co-Operative Inquiry:Rresearch With Pather Than On People
    5. Mahoney, K. R. (2016). "Making Meaning With Multimedia In Secondary English Language Arts: A Multiple Case Study".
    6. Mayer, R. (n.d.). "Research - Based Principles for Designing Multimedia Instruction". Santa Barbara: University of California
    7. McTaggart, R., & Kemmis, n. S. (1988). "The Action Research Planner". Australia: Deakin University opress
    8. Progress in International Reading Literacy Study (PIRLS). (2006-2011). Retrieved from National Senter for Aducation Statistics: https://nces.ed.gov/surveys/pirls/figure11_1.asp
    9. Sorden, S. D. (2005). "A Cognitive Approach to Instructional". Northen Arizona University
    10. ეროვნულის სასწავლო გეგმა . (2011-2016). Retrieved from ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი: http://ncp.ge/ge/home?1=1
    11.   ზურაბაშვილი, თ. (2006). თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში .

          .        13.  (n.d.). მედიაწიგნიერების საიტი . http://medialiteracy.ge/ge/news.

    1.  პაპავა, პ., & ჭანტურია, თ. (2012). " წიგნიერება ". თბილისი: სამოქალაქო განვითარებს  ინსტიტუტი.
    2. პოტერი, ჯ. (2014). მედიაწიგნიერება . თბილისი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
    3.   ხუჯაძე, ნ. (2008). " ინტელექტი

     

     

     

     

  • 2021.04.21
ნომერი